Ფ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსი

domainფოთი ტრანსტერმინალი
location_on
ლოკაციაფოთი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სს "ფოთი ტრანსტერმინალი" არის თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო და გენერალური ტვირთების ოპერატიულ მულტიმოდალურ დამუშავებას. სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტისა და გადაზიდვების ეფექტურობის ამაღლებაში.

ვაკანსიის აღწერა:

  • * ადგილმდებარეობა: ფოთი
  • * სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
  • * შრომითი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

"ფოთი ტრანსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკისა ან მანქანათმშენებლობის დარგში;
  • * მექანიკოსად ან მანქანათმშენებლობის სფეროში ინჟინრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • * რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა;
  • * საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ძირითადი მოვალეობები:

  • * ტექნიკა-დანადგარების გეგმური ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
  • * ავარიული და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სწრაფი ორგანიზება და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;
  • * საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული მოთხოვნა და მარაგების უზრუნველყოფა;
  • * ტექნიკისა და სპეცტექნიკის პერიოდული შემოწმება, მუშაობის ეფექტურობის ანალიზი და რესურსების ოპტიმიზაცია;
  • * ტექნიკის საიმედოობის ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
  • * პარტნიორ კომპანიებთან/სერვისცენტრებთან ურთიერთობა, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • * პერსონალის პერიოდული ინსტრუქტაჟი და ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი.

პირადი უნარ-ჩვენები:

  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • * დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * ორგანიზებულობა;
  • * პუნქტუალურობა;
  • * გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ptt.ge. აუცილებელია, განაცხადის გამოგზავნისას "subject" ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.

სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებას!