Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

ტექნოლოგიური მუზეუმის გიდი

domainსაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
location_on
ლოკაციაქუთაისი
payments
ანაზღაურება2080 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • * ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
  • * ადგილების რაოდენობა: 2;
  • * სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
  • * გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  • * სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი

მოვალეობები:

  • * ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მუზეუმში ვიზიტორებისთვის საგანმანათლებლო და ინტერაქტიული ტურის ჩატარება;
  • * მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო პრინციპების მარტივად და გასაგებად ახსნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის;
  • * ვიზიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემებისადმი ინტერესის გაზრდა;
  • * მუზეუმში ინტერაქტიული აქტივობების, დემონსტრაციებისა და საგანმანათლებლო სესიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • * სასკოლო ჯგუფებთან, სტუდენტებთან და სხვა ორგანიზებულ ვიზიტორებთან მუშაობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტურის ადაპტაცია;
  • * მუზეუმის სივრცის, ექსპონატებისა და ტექნიკური მოწყობილობების მოვლა და მათი სწორად გამოყენების უზრუნველყოფა;
  • * მუზეუმში უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა ვიზიტორებისთვის;
  • * მუზეუმის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა;
  • * ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
  • * ვიზიტორების რაოდენობისა და აქტივობების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • * სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:

  • * მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
  • * სამუშაო გამოცდილება: 1 წელი; სასურველია სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო, სამეცნიერო კომუნიკაციის ან მომსახურების სფეროში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • * ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • * Microsoft Office-ის პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
  • * სასურველია ტექნოლოგიური და სამეცნიერო საკითხების საბაზისო ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • * კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • * პრეზენტაციისა და აუდიტორიის ჩართულობის უნარი;
  • * ორგანიზებულობა;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • * დეტალებზე ორიენტირება;
  • * გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/ZNqL5