Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

წარმოების ხელმძღვანელის დამხმარე

domainკანო
location_on
ლოკაციარუსთავი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "კანო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის დამხმარის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.

კომპანია "კანო" 1984 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე. დაარსების დღიდან ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებს და მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რომელიც მოიცავს პროექტირების, წარმოების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სრულყოფილ პროცესებს.

კომპანია "კანოს"-ს ზრდა და ორმოცწლიანი სტაბილურობა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • * ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • * სტაბილურ ანაზღაურებას;
  • * კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • * პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • * მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • * წარმოების ხელმძღვანელის მხარდაჭერა ყველა სამუშაო პროცესში;
  • * წარმოების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
  • * თანამშრომლებისთვის სამუშაო დავალებების გადაცემისა და შესრულების კონტროლი;
  • * წარმოებაში საჭირო ნედლეულის, მასალებისა და ინვენტარის ხელმისაწვდომობის კონტროლი;
  • * წარმოების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • * შრომის უსაფრთხოებისა და შიდა წესების დაცვის კონტროლში დახმარება;
  • * თანამშრომლების დასწრებისა და სამუშაო დისციპლინის მონიტორინგში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • * საწარმოო პროცესების ცოდნა;
  • * ტექნიკური განათლება;
  • * უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • * ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • * ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
  • * დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილის N5.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Natia.khachidze@kano.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!