წარმოების თანამშრომელი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
წარმოების თანამშრომელი
წარმოების თანამშრომელი
წარმოების თანამშრომელი
წარმოების დამხმარე თანამშრომელი
ATC – Aerostructure Technologies (Cyclone) სპეციალიზებულია თვითმფრინავის მაღალი ხარისხის კომპოზიტური ნაწილებისა და კონსტრუქციული ანაწყობების წარმოებაში. კომპანია წარმოების პროცესში მკაცრად იცავს ავიამშენებლობის უმაღლეს ხარისხისა და EHS სტანდარტებს.შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა საერთაშორისო გამოცდილებით.
წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც მზად არის შეუერთდეს ჩვენს გუნდს და მიიღოს საერთაშორისო დონის პროფესიული გამოცდილება.
ATC გაძლევს შესაძლებლობას, იმუშაო დინამიკურ გარემოში, განივითარო პროფესიული უნარები და გაიარო სპეციალიზებული ტრენინგი უცხოეთში, კომპანიის სრული მხარდაჭერით.
რას გთავაზობთ?
ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1500 Gross ლარიდანსაერთაშორისო პროფესიულ ტრენინგს — ტრენინგი ჩატარდება უცხო ქვეყანაში და სრულად დაფინანსდება კომპანიის მიერ.მივლინების სრული უზრუნველყოფა — ტრენინგის პერიოდში კომპანია უზრუნველყოფს შესაბამის სამივლინებო ხარჯებს მოქმედი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, მათ შორის მგზავრობასა და განთავსებას.პროფესიულ განვითარებას — მიიღებ ცოდნასა და გამოცდილებას საერთაშორისო გარემოში და იმუშავებ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.კარიერული ზრდის შესაძლებლობას — ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლის გრძელვადიანი განვითარება და გუნდის შიგნით ახალი შესაძლებლობების შექმნა.ძლიერ პროფესიულ გუნდს — გარემოს, სადაც შენი ცოდნა, ინიციატივა და შედეგი დაფასებულია.უზრუნველყოფილ სერვისებს — კვებას და ტრანსპორტირებას თბილისის და რუსთავის მასშტაბით.ბენეფიტებს - ჯანმრთელობის დაზღვევას და პერფორმანსზე დაფუძნებულ ბონუსს.
რატომ ეს პოზიცია? - თუ ეძებ შესაძლებლობას, სადაც კარიერული განვითარება, საერთაშორისო გამოცდილება და კონკურენტული ანაზღაურება ერთ პაკეტშია, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
I ცვლა 08:30 – 17:30
II ცვლა 17:00 – 02:00
III ცვლა 01:30 – 09:00
შეუერთდი ჩვენს გუნდს, მიიღე საერთაშორისო გამოცდილება და შექმენი შენი პროფესიული განვითარების შემდეგი ეტაპი ჩვენთან ერთად.
გამოგვიგზავნე CV, შენი შემდეგი პროფესიული ნაბიჯი შესაძლოა სწორედ აქ იწყებოდეს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/iX6ARJed