Ლ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 04/10/2026

ცენტრალური კასრების აღრიცხვის სპეციალისტი

domainლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.

Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.

"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პოზიცია: ცენტრალური კასრების (აქტივების) აღრიცხვის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:

  • * ჯანმრთელობის დაზღვევა
  • * ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
  • * სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
  • * ლანჩი

ძირითადი მოვალეობები:

  • * დისტრიბუტორებისგან კასრების გადაადგილების მონაცემების ყოველდღიური შეგროვება და სიზუსტის კონტროლი.
  • * მონაცემების ანალიზის საფუძველზე პრობლემური სავაჭრო ობიექტებისა და მომხმარებლების იდენტიფიცირება.
  • * გაყიდვების გუნდსა და დისტრიბუტორებთან კოორდინაციის გზით მაკორექტირებელი ღონისძიებების ინიცირება.
  • * პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა; პროცესებში არსებული არაეფექტურობის გამოვლენა და შესაბამისი მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება შემდგომი ქმედებების განსახორციელებლად.
  • * კასრების, პალეტებისა და ყუთების ინვენტარიზაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართული მხარეების კოორდინაცია.
  • * დაკარგული აქტივების დისტრიბუტორებზე დარიცხვის პროცესთან დაკავშირებით ფინანსურ და საბუღალტრო გუნდებთან თანამშრომლობა.
  • * მაცივრებისა და ჩამოსასხმელი აპარატების ყოველთვიური ფიზიკური ინვენტარიზაციისა და აქტივების დათვლის პროცესის მხარდაჭერა.
  • * აქტივების მონაცემთა ბაზების სიზუსტისა და დროული განახლების უზრუნველყოფა.
  • * კომერციული გადაწყვეტილებების მისაღებად გუნდისთვის საჭირო მონაცემების მიწოდება სხვადასხვა სახის ანალიზის მიზნით.
  • * კასრების გამოყენების პროცესში გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება აქტივების გამოყენების ეფექტიანობის გასაზრდელად.
  • * კასრების ბრუნვის ეფექტიანობის მხარდაჭერა, ბაზრიდან ცარიელი კასრების დროული დაბრუნების უზრუნველყოფა, დამატებითი კაპიტალური ინვესტიციების საჭიროების შემცირება და წარმოების პროცესის მხარდაჭერა.
  • * ახალი წესებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით.
  • * მინიმუმ 1-2 წელი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.
  • * დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
  • * MS Office-ის (განსაკუთრებით MS Excell) მაღალ დონეზე ცოდნა.
  • * გუნდში მუშაობისა და გამართული კომუნიკაციის უნარი.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: https://www.natakhtari.com/

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 4 ოქტომბერი.