A
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 15/09/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი

domainAura Homes
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Aura Homes" აგრძელებს გუნდის გაფართოებას და ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს უძრავი ქონების აგენტის / გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გაინტერესებს უძრავი ქონების სფერო, ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს პროფესია, სადაც შენი შემოსავალი პირდაპირ შენს შედეგებზეა დამოკიდებული — შემოგვიერთდი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟიული შარტავას ქ. №3

ანაზღაურება: 1, 000 - 10, 000+ ₾, შედეგების შესაბამისად

სამუშაო ფორმატი: ოფისიდან

ძირითადი მოვალეობები:

  • * უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და დამუშავება;
  • * კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
  • * შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
  • * სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
  • * შეხვედრებისა და ქონების ჩვენებების დაგეგმვა და ჩატარება;
  • * მოლაპარაკებების წარმოება მესაკუთრეებთან და დაინტერესებულ კლიენტებთან;
  • * უძრავი ქონების განცხადებების მომზადება და განთავსება;
  • * კლიენტთან მუშაობა გარიგების დასრულებამდე;
  • * შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

ვის ვეძებთ:

  • * კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანს;
  • * გამართული მეტყველებისა და მოლაპარაკების უნარით;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • * პუნქტუალურ და ორგანიზებულ კანდიდატს;
  • * ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობა;
  • * გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით;
  • * ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობს "Aura Homes":

  • * სრულ ტრენინგს და მხარდაჭერას საქმიანობის დასაწყებად;
  • * პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს — გაყიდვები, მოლაპარაკებები, კლიენტებთან ურთიერთობა და უძრავი ქონების სპეციფიკა;
  • * თანამედროვე სამუშაო სისტემებსა და ინსტრუმენტებს;
  • * კორპორაციულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • * ბალანსს უძრავი ქონების საიტებზე განცხადებების განსათავსებლად;
  • * მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • * რეგულარულ გუნდურ აქტივობებსა და გასვლებს;
  • * კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • * შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას შენს შედეგებთან ერთად.

"Aura Homes"-ში გვინდა არა უბრალოდ აგენტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზრდებიან და შექმნიან წარმატებულ კარიერას უძრავი ქონების სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV: info@aurahomes.ge

CV-ის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითე: "უძრავი ქონების აგენტი"