უფროსი ბუღალტერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
უფროსი ბუღალტერი
უფროსი ბუღალტერი
უფროსი ბუღალტერი
უფროსი ბუღალტერი
"Trump Tower Tbilisi" წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც "Archi Group"-სა და "Biograpi Living"-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს:
- * დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას;
- * პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს;
- * ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს;
- * ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს;
- * უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს.
"Trump Tower Tbilisi"-ის პროექტისთვის ვეძებთ უფროს ბუღალტერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- * ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
- * ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
- * ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
- * ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
- * საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
- * საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- * ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- * დადგენილ ვადებში დეკლარირება;
- * ინტერნეტ ბანკინგის მართვა, საბანკო გადარიცხვების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
- * მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
- * სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- * საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- * Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- * ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.