Ბ
უფროსი იურისტი
domainბანკი ქართუ
ლოკაციათბილისი
ანაზღაურებაშეთანხმებით
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
jobs.ge 29/09/2026
უფროსი იურისტი
domainRevera
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 02/09/2026
უფროსი იურისტი
domainGelbakhiani Legal Services
location_on თბილისი 4000 ლარი
myjobs.ge 31/08/2026
უფროსი იურისტი - სამართალწარმოების განყოფილება
domainთიბისი ლიზინგი
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 31/08/2026
უფროსი იურისტი - სამართალწარმოების მიმართულებით
domainთიბისი ლიზინგი
location_on თბილისი შეთანხმებით
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იურისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- * მომწოდებლებთან, მომსახურების გამწევ პირებთან, პარტნიორებთან და სხვა კონტრაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- * ბანკის პროდუქტებისა და პროექტების დანერგვისა და შემუშავების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- * ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების განხილვა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;
- * სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- * საკანონმდებლო და რეგულატორული ცვლილებების მონიტორინგი, ბანკის ხელშეკრულებებსა და შიდა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- * კორპორატიული საბანკო ხელშეკრულებების, მათ შორის, საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, აკრედიტივების, იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მათზე მოლაპარაკების წარმოება;
- * კორპორატიული კლიენტების სამართლებრივი შემოწმება, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების, კორპორატიული გადაწყვეტილებების და ხელმოწერის უფლებამოსილების შესწავლა;
- * კლიენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- * პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესის მხარდაჭერა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- * უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- * არანაკლებ 3 წლის გამოცდილება კომერციულ ბანკში, სხვა საფინანსო ორგანიზაციაში ან ფინტექ კომპანიაში;
- * საბანკო კანონმდებლობის, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცოდნა;
- * ინგლისური ენის ფლობა;
სასურველი:
- * სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (ადვოკატთა გამოცდის ჩაბარება საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
- * სასურველია რუსული ენის ცოდნა.
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
- * ლოგიკურად აზროვნების უნარი;
- * გუნდური მუშაობის უნარი;
- * ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- * დროის მართვის უნარი;
- * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- * დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/PZCv