უფროსი პროდუქტის მენეჯერი-ნაღდი ფულის მართვის პროდუქტების ჯგუფი (CB)
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
უფროსი პროდუქტის დიზაინერი - UX/UI
ბაზრის ანალიზისა და პროდუქტის სტრატეგიის უფროსი ანალიტიკოსი
მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსი
მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსი
კომპანიის აღწერა:
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი, კერძოდ ნაღდი ფულის მართვის პროდუქტების ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უფროსი პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
ნაღდი ფულის მართვის პროდუქტების გაყიდვა და განვითარება
კორპორატიული კლიენტებისთვის ნაღდი ფულის მართვის პროდუქტების შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
CDM პროექტის ფარგლებში CIB გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველსაყოფად;
ჯვარედინი გაყიდვების ინიცირება და განხორციელება;
კლიენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა:
კლიენტების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
კლიენტების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების ინიცირება, დაგეგმვა და მართვა ტექნიკურ გუნდთან ერთად;
ახალი კლიენტების მოზიდვა, პრეზენტაციების ჩატარება და საკომისიოების კონტროლი;
აქტიური კომუნიკაცია კომპანიებთან და შესაბამის სეგმენტებთან;
მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნლველყოფა;
პროცესების მართვა და შიდა კოორდინაცია:
ინკასაციის ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმების პროცესის მართვა;
ნაღდი ფულის მართვის მიმარულებულით შემოსული შეტყობინებების მართვა (ATM,CDM,TBC PAY და სხვა);
კლიენტების საოპერაციო ტარიფებისა და საკომისიოების მართვა და კონტროლი;
არასტანდარტული ხელშეკრულებების შემთხვევაში პროცესის კოორდინაცია ბანკის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან;
არსებული დოკუმენტების მონიტორინგი და განახლება;
შვილობილ კომპანიებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დაკავშირებულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობა (TBC PAY, თიბისი ბანკის საკასო ცენტრი).
ანალიზი და რეპორტინგი
კლიენტების მომგებიანობის და გამოცდილების ანალიზი;
კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა და კლიენტების საჭიროებებზე მორგება;
რეპორტების მომზადება ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
კვალიფიკაცია:
უმაღლესი განათლება; ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრაცია, ეკონომიკა
გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
აუცილებელია იურიდიულ პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა; საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank (https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/privacy-policy)
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank (https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/privacy-policy)
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
ანონიმური წერილი
ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება (https://tbcbank.ge/ka/anonymous-hotline)
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.