უფროსი SME ბანკირი - მარჯანიშვილის ფილიალი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
უფროსი SME ბანკირი
საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი
უფროსი იურსიტი
უფროსი იურისტი
კომპანიის აღწერა:
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
სამუშაოს აღწერილობა:
SME კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის მართვა, პორტფელის ზრდა და კლიენტის 360° მომსახურება (საკრედიტო, საოპერაციო სხვა პროდუქტები). დამატებით გუნდის მხარდაჭერა და კომპლექსურ კლიენტებზე მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები;
ახალი SME კლიენტების მოზიდვა
არსებული პორტფელის მართვა და განვითარება საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით
კლიენტის საჭიროებების 360° შეფასება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება (სესხები, ანგარიშები, გადახდები, POS, დისტანციური არხები და სხვ.)
საკრედიტო განაცხადების ინიცირება ანალიტიკის ჯგუფთნ და პროცესის მართვა
ბიზნეს ობიექტზე ვიზიტი
კლიენტისგან გამოთხოვილი ფინანსური/არაფინანსური დოკუმენტაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა
უზრუნველყოფის შეფასების ინიცირება (CMM-დან)
ანალიტიკოსებთან კოორდინაცია
პორტფელის ხარისხის კონტროლი და რისკების იდენტიფიცირება
ვადაგადაცილებული სესხების მართვა და ამოღების პროცესში ჩართულობა
გაყიდვების და ჯვარედინი გაყიდვების გეგმების შესრულება
კლიენტთან რეგულარული კომუნიკაცია
სესხის მიმდინარე თანხის ჩამოჭრა LCS სისტემიდან
ადმინისტრაციული ვალის ცვლილება LCS სისტემიდან
გაცემის შემდეგ სესხის უზრუნველყოფის ცვლილება (დამატება/გამოთავისუფლება) თუ აღნიშნული საჭიროებს ფინანსურ შეფასებას LCS სისტემიდან
სესხის თანხის განბლოკვა LCS სისტემიდან
სესხის ანგარიშის ცვლილება LCS სისტემიდან
საკრედიტო/საოპერაციო პირობების შეთანხმება შესაბამის დელეგირებულ პირებთან
პორთფელის მომგებიანობის ანალიზი/მართვა
დამატებითი პასუხისმგებლობები (Senior დონე)
კომპლექსური და მაღალი ღირებულების კლიენტების მართვა
რთული გარიგებების სტრუქტურირებაში წამყვანი როლი
ნაკლებად გამოცდილ ბანკირთა მენტორობა და მხარდაჭერა
სტრატეგიულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება
კვალიფიკაცია:
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ;
- გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
- ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი
- მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
- გაქვს ლოგიკური აზროვნება
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია
- გუნდურად მუშაობის უნარი
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
კვალიფიკაცია
- ბიზნეს კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება
- პორთველური მართვის გამოცდიელბა
- საბანკო პროდუქტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank (https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/privacy-policy)
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank (https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/privacy-policy)
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
ანონიმური წერილი
ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება (https://tbcbank.ge/ka/anonymous-hotline)
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.