Ქ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

უმცროსი ბუღალტერი

domainქანდა აგრიქალჩერ
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "ქანდა აგრიქალჩერი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

  • * სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
  • * ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე;

ძირითადი ფუნქციები:

  • * ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
  • * პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
  • * საბანკო ოპერაციებისა და ამონაწერების დამუშავება;
  • * დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • * მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • * ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
  • * შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვა;
  • * ურთიერთშედარების აქტების მომზადება და კონტროლი;
  • * ფინანსური მონაცემების დამუშავება და შიდა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • * თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • * ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო.
  • * უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
  • * საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • * Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • * 1C - კარგად ცოდნა;
  • * ORIS Accounting-ის კარგად ცოდნა;
  • * საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • * დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
  • * სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * სიზუსტე და ყურადღება დეტალებისადმი;
  • * ორგანიზებულობა — დოკუმენტების, ვადებისა და ფინანსური ოპერაციების სწორად მართვა;
  • * ანალიტიკური აზროვნება — მონაცემების გაანალიზება და ფინანსური საკითხების ლოგიკურად შეფასება;
  • * სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი — განსაკუთრებით ანგარიშგების, აუდიტისა და საგადასახადო პერიოდების დროს;
  • * კომუნიკაბელურობა — კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან, აუდიტორებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობა;
  • * დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა — სამუშაო პროცესისა და დადგენილი ვადების დაცვა;
  • * განვითარების სურვილი — საბუღალტრო და საგადასახადო წესების ცვლილებების მუდმივად გაცნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@kanda.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.