უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
"ებიტ ჯგუფი" არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (http://www.ebit.ge).
ჩვენ უზრუნველყოფთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.
ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.
ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში".
სამუშაო პირობები:
- * სამუშაო ფორმატი: საოფისე
- * სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი
- * გრაფიკი: 9-18 სთ ან 10-19 სთ; 1 სთ შესვენება
- * ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე (ნეტ) გამოცდილებისა და კომპეტენციების მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
- * კლიენტი კომპანიების ფინანსური, კომერციული, ოპერაციული მონაცემების (ბრუნვათა უწყისი, გატარებები, გაყიდვები, ხარჯები და სხვა) შეკრება, გადამოწმება და სტრუქტურირება ფინანსური ანალიზისთვის.
- * ფინანსური ანგარიშგების/მენეჯერული რეპორტების და სხვადასხვა დასტანდარტებული ანალიტიკური ფაილების მომზადება.
- * ბიუჯეტირების/პროგნოზირების პროცესის მხარდაჭერა: ფაქტობრივი მონაცემების შეტანა, ბიუჯეტთან/პროგნოზთან გადახრების ანალიზი და ტექსტური კომენტარების პირველადი ვერსიის შექმნა.
- * ფულადი სახსრების (Cash Flow) დაგეგმვის მხარდაჭერა: თვიური/კვირეული პროგნოზის განახლება, დებიტორ-კრედიტორების მონიტორინგი.
- * პროექტების, პროდუქტების და სერვისების ჭრილებში მომგებიანობის ანალიზის მომზადება (გაყიდვები, მარჟა).
- * ხარჯების დეტალური რეპორტინგის მომზადება და კონტროლი; მათ შორის საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხარჯების გამოთვლაში მონაწილეობის მიღება (თანამშრომელთა ხელფასების, ბონუსების, მარკეტინგული ქეშბექების და სხვა).
- * კლიენტთან შეხვედრებისთვის პრეზენტაციების, გრაფიკებისა და დამატებითი მასალების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და ცოდნა
- * უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
- * პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- * ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
- * PowerPoint-ის ბაზისურ დონეზე ცოდნა
გამოცდილება: ფინანსების მიმართულებით (ფინანსური ანალიზის, ბუღალტერიის, აუდიტის და სხვა) მუშაობის მინიმუმ 6 თვემდე გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- * გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში: სხვადასხვა ინდუსტრიის ფინანსებთან მუშაობა უნიკალურ გამოცდილებას, რასაც სხვაგან წლები დასჭირდებოდა.
- * პროფესიული ზრდა: IFRS სტანდარტების სასწავლო პროგრამის სრულ კურსის და კომპანიის სხვა კურსების გავლას
- * კარიერული ტრანსფორმაცია: ანალიტიკოსიდან გადაწყვეტილების მიმღებ მენეჯერამდე სწრაფ ზრდას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: career@ebit.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 16 ოქტომბერი.