უმცროსი მარკეტერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
დაზღვევის უმცროსი მენეჯერი
უმცროსი სესხის ოფიცერი
უმცროსი სესხის ოფიცერი
უმცროსი სესხის ოფიცერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სტაჟირების პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * სოციალური ქსელების მონიტორინგი;
- * სოციალური მედია არხებისთვის კონტენტის შექმნაში ჩართულობა;
- * აუდიტორიის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი;
- * ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის აღსრულებაში ჩართულობა;
- * ორგანიზაციის ვებ-გვერდის კონტენტის მართვა;
- * რეკლამირებსა და ბრენდინგთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
- * სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებთან კომუნიკაცია;
- * ყოველკვირეული ან/და ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან (მოთხოვნისამებრ);
- * ფილიალების მარკეტინგული საჭიროებების მოძიება და შესაბამისი მასალების მიწოდება.
- * დამსაქმებლის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციისა და დაკავებული პოზიციის ფარგლებში.
ჩვენ ვეძებთ დამწყებ სპეციალისტს:
- * უმაღლესი განათლებით (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით); (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
- * მსგავს პოზიციაზე 1 წლამდე სამუშაო გამოცდილებით;
- * დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციით;
- * სწრაფად ათვისების უნარით;
- * კრეატიულს;
- * პასუხისმგებლიანს;
- * ორგანიზებულსა და შედეგებზე ორიენტირებულს;
- * დროის ეფექტურად მართვის უნარით.
- * ინგლისური ენის ცოდნა (B2)
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:
- * Fitpass
- * ჯანმრთელობის დაზღვევა
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 ოქტომბერი
გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად:
- * გაცნობითი სახის გასაუბრება
- * შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ დავალება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: career.hub.ge@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: career.hub.ge@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!