Ს
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 04/11/2026

უსაფრთხოების თანამშრომელი

domainსასტუმრო ხედი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1100 ლარს
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სასტუმრო „ხედი“ (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ავლაბარი

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი (2/2 — 12-საათიანი ცვლები)

ჩვენ შესახებ:

ავლაბრის ისტორიულ ნაწილში მდებარე პრემიუმ-კლასის 57-ნომრიანი სასტუმრო „ხედი“ (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე. ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ყურადღებიან და მოწესრიგებულ კადრს, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროს სტუმრების, პერსონალისა და მატერიალური აქტივების უსაფრთხოებასა და წესრიგს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შიდა სტანდარტების შესაბამისად;სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიების პერიოდული მონიტორინგი და წესრიგის მუდმივი კონტროლი;უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების (ვიდეომეთვალყურეობისა და უსაფრთხოების სისტემების) გამართული ფუნქციონირების კონტროლი;უსაფრთხოების შესაძლო რისკ-ფაქტორების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;სასტუმროს მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებისა და ქონების დაცვის უზრუნველყოფა;საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების გაწევა და ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება სასტუმროს სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე და/ან დაცვის/უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;დეტალებზე ყურადღების გამახვილება და დაკვირვება;სტრესულ სიტუაციებში სწრაფი, რაციონალური რეაგირებისა და კონფლიქტების პრევენციის უნარი;თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია სტუმრებთან.

რას გთავაზობთ ჩვენ:

ყოველთვიურ ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1100 ლარს;სტაბილურ სამუშაოსა და მეგობრულ სამუშაო გარემოს;უფასო კვებას თანამშრომლების სასადილოში;პროფესიული ზრდისა და განვითარების მაქსიმალურ ხელშეწყობას.

განაცხადის გამოაგზავნის ინსტრუქცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@khedihotel.ge

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „უსაფრთხოების თანამშრომელი“.ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ WhatsApp-ის საშუალებით: +995 599 57 77 50 და შეტყობინებაში დაწეროთ „უსაფრთხოების თანამშრომელი“.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ხედმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით სხვა შესაფერის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!