ვიდეო-კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ვიდეო კონტენტ კრეატორი
კონტენტკრეატორი
ფოტო-ვიდეოგრაფი
საგანმანათლებლო კონტენტ კრეატორი
"CLC Elevator" / "სი ელ სი" - ლიდერი ლიფტების კომპანია საქართველოში, რომელიც მასშტაბური მარკეტინგული კამპანიების აღსრულების კუთხით თავის ინდუსტრიაში პირველი და ერთადერთი კომპანიაა. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში! ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
ვაკანსია: ვიდეო-კონტენტ კრეატორი/სოციალური მედიის მენეჯერი
https://www.facebook.com/clcelevator
პოზიციის აღწერა:
- * სამუშაო გრაფიკი: სრული
- * გრაფიკი: ჰიბრიდული
- * სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
- * სამუშაო საათები: 10:00-19:00-მდე
- * სახელფასო ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- * კომპანიის ონლაინ პლატფორმების და სოციალური მედიის აქტიური მართვა;
- * ყოველთვიური კონტენტის გეგმის შედგენა Facebook, Instagram და LinkedIn გვერდებისთვის ქართულ-ინგლისური ქოფით;
- * კონტენტ გეგმის მიხედვით გრაფიკულ დიზაინერთან ერთად ვიზუალების მომზადება და განთავსება;
- * ვიდეო-კონტენტის დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი და განთავსება - (ასევე იგულისხმება ვიდეოში სპიკერად მონაწილეობა)
- * პოსტების სარეკლამო აქტივობების განხორციელება (Ads Manager) მიზნობრივ აუდიტორიაზე შეთანხმებული ბიუჯეტით;
- * ყოველთვიური სარეკლამო რეპორტინგი/ანალიტიკა, მათ შორის SEO სააგენტოსთან კომუნიკაცია და რეპორტინგის განხილვა;
- * არსებული შეტყობინებების (Inbox / კომენტარების) კონტროლი;
- * საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულებაში მონაწილეობა;
- * კამპანიის ჭრილში (საჭიროების შემთხვევაში), სარეკლამო მასალებისთვის ვიზუალების მომზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად და სარეკლამო სააგენტოსთან კომუნიკაცია;
- * კომპანიის სიახლეების და მიმდინარე პროექტების ვებ-გვერდზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * გამოცდილება ციფრული მარკეტინგის/მარკეტინგის/კომუნიკაციის მიმართულებით;
- * ვიდეო-კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- * უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- * გამართული მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
- * ქოფის გამართულად წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- * Meta, Business Manager-ის ფლობა;
- * Microsoft პროგრამების ცოდნა;
- * B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად - გთხოვთ მიუთითოთ მეილში.
პიროვნული თვისებები:
- * ენერგიულობა;
- * კომუნიკაბელურობა;
- * საქმისადმი ენთუზიაზმი;
- * კრეატიულობა და ინიციატორობა.
CLC Elevator გთავაზობს:
- * მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- * პროფესიული ზრდის საშუალებას;
- * კონკურენტულ ანაზღაურებას;
- * სამუშაოს მრავალფეროვნებას და არა მოსაბეზრებელ რუტინას;
- * ინდუსტრიის პირველი უმსხვილესი მოთამაშის მიერ ამ ინდუსტრიის მარკეტინგული თვალსაზრისით ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და პორტფელი (სასურველია თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტის ბმულების გაზიარება) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrclcelevator@gmail.com
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს სი ელ სი-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.