F
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

ვიზუალური მერჩენდაიზერი

domainFLO
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1100 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"FLO Georgia" წარმოადგენს "FLO Group"-ის შვილობილ კომპანიას. ჯგუფი ფლობს რამდენიმე საკუთარ ბრენდს, მათ შორის Kinetix, Lumberjack და Polaris, რომლებიც ძირითადად ყოველდღიური მოხმარებისა და სპორტული სტილის პროდუქციას მოიცავს.

საკუთარი ბრენდების გარდა, კომპანია თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Adidas, Nike, Puma, Reebok და სხვა.

"FLO Group" აერთიანებს 650-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში FLO Group წარმოდგენილია FLO-სა და InStreet-ის მაღაზიების ქსელით.

ვაკანსია: ვიზუალური მერჩენდაიზერი

ლოკაცია: თბილისი - ისთ ფოინთი

ანაზღაურება: 1100 ლარი (Net) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • * მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის ეფექტური და მოწესრიგებული განთავსება;
  • * კოლექციების, პროდუქციის კატეგორიებისა და კომერციული ზონების სწორად დაგეგმვა და ორგანიზება;
  • * ვიტრინის, მანეკენებისა და სავაჭრო სივრცის პერიოდული განახლება სეზონური და მიმდინარე კოლექციების შესაბამისად;
  • * პროდუქციის ვიზუალური პრეზენტაციის მუდმივი კონტროლი და საჭირო ცვლილებების დროული განხორციელება;
  • * ყოველკვირეული ფოტო-რეპორტის მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • * მაღაზიაში არსებული პროდუქციის ნაშთების მონიტორინგი და ვიზუალური განთავსების ნაშთებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • * სააქციო, სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების კომპანიის სტანდარტების შესაბამისად განთავსება;
  • * მაღაზიის სავაჭრო სივრცის კომერციულად ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
  • * ახალი კოლექციების, კამპანიებისა და სეზონური ცვლილებების შესაბამისად ვიზუალური კონცეფციის განხორციელება;
  • * მაღაზიის პერსონალთან თანამშრომლობა ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნებისა და პროდუქციის სწორად წარმოდგენის მიზნით.

კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ბენეფიტები:

  • * 30%-იანი თანამშრომლის ფასდაკლება "FLO Group"-ის მაღაზიებში;
  • * ბონუსური სისტემა;
  • * პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • * მეგობრული, მხარდამჭერი და გუნდური სამუშაო გარემო.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: Mariam.Midelashvili@flo.com.tr.

ელფოსტის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ იმ მოლის დასახელება, რომელ ვაკანსიაზეც აგზავნით განაცხადს (მაგ.: "ვიზუალური მერჩენდაიზერი").