ზოგადი ქირურგი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მორიგე ექთანი ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში
სარეზიდენტო პროგრამა - ზოგადი ქირურგია
სარეზიდენტო პროგრამა - სისხლძარღვთა ქირურგია
ყბა-სახის ქირურგი/იმპლანტოლოგის ასისტენტი
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ევექსი აცხადებს ვაკანსიას ზოგადი ქირურგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- * კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
- * შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას
- * პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება
- * პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა
- * მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
- * საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა
- * პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ
- * ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი
- * საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
ვაკანსიის მოთხოვნები:
- * აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
- * აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ზოგადი ქირურგიაში
- * სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- * სასურველია ბაზისური გულფილტვის რეანიმაციია (BLS) ვალიდური სერტიფიკატი
- * აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში
- * პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
- * პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
ჩვენთან შენ მიიღებ:
- * ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- * ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: cv@evex.ge.
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!