ადამიანური რესურსების მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი
ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
ყავის კომპანია "COFFEESHOP COMPANY GEORGIA" საერთაშორისო ფრენჩაიზის ქსელის ნაწილია, რომელიც შთაგონებულია ცნობილი ვენური ყავის სახლების კულტურით. 8 წელზე მეტია, ჩვენი კომპანია ქმნის უნიკალურ ყავის გამოცდილებას თბილისში, პრემიუმ ყავის, თბილი ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის მომსახურების შერწყმით.
ყავის კომპანია "COFFEESHOP COMPANY GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ძირითადი მოვალეობები:
- * რეკრუტინგის პროცესის სრული ციკლის მართვა - ვაკანსიების განთავსება, CV-ების გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება;
- * თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
- * HR დოკუმენტაციისა და პირადი საქმეების წარმოება;
- * შრომითი ხელშეკრულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- * თანამშრომლების HR საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების მართვა;
- * დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR პროცესების ადმინისტრირება;
- * HR სისტემაში თანამშრომელთა მონაცემებისა და ოპერაციების მართვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- * HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჰორეკა მიმართულებით;
- * ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის გამოცდილება;
- * უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- * ინგლისური ენის ცოდნა;
- * სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcoffeeshopgeo@gmail.com
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.