აგრონომი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
აგრონომი
აგრონომი
აღმასრულებელი დირექტორი - ჯეო ორგანიკსი
მებაღე
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში აგრონომის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 ანაზღაურება: 1,760 ლარი (დარიცხული)*
შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
ფუნქცია-მოვალეობები:
ბაღის დეკორატიული გაფორმების, ყვავილოვანი დიზაინისა და ნაკვეთების მოვლა-განახლების დაგეგმვა;საკოლექციო და დეკორატიულ ნაკვეთებზე აგროტექნიკური სამუშაოების წარმართვა და მცენარეთა მოვლის უზრუნველყოფა;მცენარეთა მავნებელ-დაავადებების დროული იდენტიფიცირება და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარება;მებაღეების საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაოების გადანაწილება და პროცესის მეთვალყურეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება აგრონომიის, მებაღეობის ან მცენარეთა დაცვის მიმართულებით;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (აუცილებელია მცენარეთა მოვლა-მოყვანისა და აგროტექნიკური სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება);სასურველია დამატებითი პროფესიული კურსები მცენარეთა დაცვის, სასუქების გამოყენების, სარწყავი სისტემების ან სანერგე მეურნეობის მიმართულებით;საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
გუნდური მუშაობის, მართვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;საბაღე ინვენტართან და აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
სატელეფონო გასაუბრება;ინდივიდუალური გასაუბრება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (აგრონომი).
გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.