Მ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

AML სტაჟიორი

domainმიკროსაფინანსო ორგანიზაცია Central
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ვეძებთ AML სტაჟიორს

თუ გაინტერესებს AML/CFT, ფინანსური მონიტორინგი და გინდა პრაქტიკული გამოცდილების მიღება, ჩვენი გუნდი გელოდება.

რას ისწავლი და რაში ჩაერთვები:

  • * KYC ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შემოწმებაში;
  • * PEP და სანქციების სიებში კლიენტების გადამოწმებაში;
  • * ტრანზაქციების მონიტორინგის პროცესში;
  • * საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში;
  • * AML დოკუმენტაციის მომზადებასა და მოწესრიგებაში;
  • * AML გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში.

გამოგვეხმაურე, თუ:

  • * ხარ სამართლის ან ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • * ხარ ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი;
  • * გაქვს სწავლისა და განვითარების სურვილი;
  • * გაინტერესებს AML/CFT მიმართულება;
  • * ფლობ Microsoft Office-ის პროგრამებს (Excel, Word).

ჩვენ გთავაზობთ:

  • * 3-დან 6 თვემდე სტაჟირების პროგრამას;
  • * პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • * პრაქტიკული გამოცდილების მიღებას AML/CFT მიმართულებით;
  • * საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • * მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • * შესაძლებლობას, მიიღო ცოდნა და გამოცდილება სფეროში და განავითარო საკუთარი კარიერა;
  • * სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კომპანიაში დარჩენისა და კარიერული განვითარების პერსპექტივას.
  • * AML მიმართულებით გამოცდილება არ არის საჭირო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 28/10/2025.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!