ანალიტიკოსი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ანალიტიკოსი
ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის უფროსი ანალიტიკოსი
ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის უმცროსი ანალიტიკოსი
კორპორატიული ანალიტიკოსი
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30;
ანაზღაურება: 3000 Net.
ბენეფიტები: კორპორაციული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი
ძირითადი ფუნქციები:
- * მარკეტინგული აქციებისა და კამპანიების გაშვებამდე ანალიტიკური შეფასების მომზადება - მიზნობრივი აუდიტორია, მოსალოდნელი შედეგები, ეფექტიანობის პროგნოზი, ფინანსური და ბიზნეს-ეფექტის გაანგარიშება;
- * მარკეტინგის მიმდინარე პროექტების ანალიტიკური მხარდაჭერა, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და პროექტების ეფექტიანობის შეფასებასა - მიღებული შედეგების მონიტორინგი;
- * ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული არხებიდან (Google Analytics, Social Media, CRM system და ა.შ.) მონაცემების რეგულარული შეგროვება და დამუშავება;
- * A/B ტესტირების შედეგების ანალიზი ვებსაიტის, სარეკლამო ბანერებისა და კამპანიების ოპტიმიზაციისთვის;
- * მომხმარებელთა ქცევის, გაყიდვების, ლოიალობის პროგრამისა და ციფრული არხების მონაცემების ანალიზი;
- * ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ტენდენციების მონიტორინგი და ანალიზი;
- * განხორციელებული აქციებისა და კამპანიების შედეგებისა და KPI-ების შეფასებასა და დეტალური ანგარიშების მომზადება;
- * ROMI-ის (Return on Marketing Investment) მაჩვენებლის რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი;
- * ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტებისა და ინტერაქციული დაშბორდების შექმნა;
- * მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების, იდეებისა და ოპტიმიზაციის გზების შეთავაზება მარკეტინგის დეპარტამენტისთვის;
- * მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა, მიზნობრივი და ეკონომიკურად ოპტიმალური მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დასაგეგმად;
- * IT დეპარტამენტთან კოორდინაცია აქციებთან და მარკეტინგულ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტექნიკური დავალებებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- * უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
- * ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონეზე;
- * CRM სისტემებთან და Google Analytics-თან მუშაობის გამოცდილება;
- * დაშბორდებისა და ვიზუალური რეპორტების შექმნის გამოცდილება (მაგ. Power BI, Google Data Studio/Looker Studio ან ანალოგიური ინსტრუმენტი);
პიროვნული უნარები:
- * დეტალებზე ორიენტირებულობა;
- * ორგანიზებულობა;
- * ანალიტიკური აზროვნება;
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- * კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- * კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- * ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობა;
- * ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "ანალიტიკოსი".
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.