Ს
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 27/10/2026

ანალიტიკოსი

domainსაერთაშორისო კომპანია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება3000 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30; ანაზღაურება: 3000 Net. ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის

ფასდაკლების ბარათი ძირითადი ფუნქციები:

მარკეტინგული აქციებისა და კამპანიების გაშვებამდე ანალიტიკური შეფასების მომზადება - მიზნობრივი აუდიტორია, მოსალოდნელი შედეგები, ეფექტიანობის პროგნოზი, ფინანსური და ბიზნეს-ეფექტის გაანგარიშება;მარკეტინგის მიმდინარე პროექტების ანალიტიკური მხარდაჭერა, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და პროექტების ეფექტიანობის შეფასებასა - მიღებული შედეგების მონიტორინგი;ციფრული და ტრადიციული მარკეტინგული არხებიდან (Google Analytics, Social Media, CRM system და ა.შ.) მონაცემების რეგულარული შეგროვება და დამუშავება;A/B ტესტირების შედეგების ანალიზი ვებსაიტის, სარეკლამო ბანერებისა და კამპანიების ოპტიმიზაციისთვის;მომხმარებელთა ქცევის, გაყიდვების, ლოიალობის პროგრამისა და ციფრული არხების მონაცემების ანალიზი;ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ტენდენციების მონიტორინგი და ანალიზი;განხორციელებული აქციებისა და კამპანიების შედეგებისა და KPI-ების შეფასებასა და დეტალური ანგარიშების მომზადება;ROMI-ის (Return on Marketing Investment) მაჩვენებლის რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი;ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტებისა და ინტერაქციული დაშბორდების შექმნა;მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების, იდეებისა და ოპტიმიზაციის გზების შეთავაზება მარკეტინგის დეპარტამენტისთვის;მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა, მიზნობრივი და ეკონომიკურად ოპტიმალური მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დასაგეგმად;IT დეპარტამენტთან კოორდინაცია აქციებთან და მარკეტინგულ პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტექნიკური დავალებებისა და დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონეზე;CRM სისტემებთან და Google Analytics-თან მუშაობის გამოცდილება;დაშბორდებისა და ვიზუალური რეპორტების შექმნის გამოცდილება (მაგ. Power BI, Google Data Studio/Looker Studio ან ანალოგიური ინსტრუმენტი);

პიროვნული უნარები:

დეტალებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა;ანალიტიკური აზროვნება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

კომფორტულ სამუშაო გარემოს;კარიერული განვითარების შესაძლებლობას;ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობა;ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ „ანალიტიკოსი“.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.