ანაზღაურებად სტაჟირება - კლინკერის/მაცივრის და კონვეიერის ზედამხედველი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ანაზღაურებად სტაჟირება - ციკლონების მწმენდავი
ანაზღაურებად სტაჟირებას აქტივების მონიტორინგის მიმართულებით
არაანაზღაურებად სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
ანაზღაურებადი სტაჟირება - ლაბორანტი
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში კლინკერის, მაცივრის და კონვეიერის ზედამხედველის პოზიციაზე.
ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2გრაფიკი: სრული, ცვლებში სამუშაო, 12 საათიანი ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა;რაოდენობა: 1სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)
ძირითადი მოვალეობები:ცვლის მიღება-გადაბარებისას აგრეგატების სრული შემოწმებამაცივრის გამართული პროცესის ზედამხედველობა და კონტროლითავის კომპეტენციის ფარგლებში ავარიული სიტუაციების თავიდან აცილება, ავარიული გაჩერების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ცვლის უფროსისთვისმბრუნავი ღუმელის ოპერატორის და ცვლის უფროსის მითითებების ზედმიწევნით შესრულებაკლინკერის მაცივრის და სილოსში მიმწოდი კონვეიერების მოწყობილობებზე შემპოხი მასალების დონის კონტროლი და ცვლის უფროსის ინფორმირებაჰიდრავლიკური სისტემის და მასთან არსებული ტუმბოების გამართული მუშაობის კონტროლისამუშაო ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ცვლის გადაბარებამდესინჯის აღების პროცედურის დაცვა (ყოველი ახალი სინჯის აღებამდე ძველი კლინკერის სინჯის გადაყრა)კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა
სასურველია გქონდეთ:წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილებააგრეგატებთან მუშაობის გამოცდილებაპუნქტუალურობაპასუხისმგებლობის გრძნობაგუნდური მუშაობის უნარიანალიზის უნარი
ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვისჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვისკვების უზრუნველყოფას - ცემენტის ქარხნებში სრულადდამატებით დასვენების დღეებსა და დამატებით ანაზღაურებად შვებულებასფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაშიპროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და საჭირო ტრენინგებს კარიერული ზრდისთვის
ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კლინკერის, მაცივრის და კონვეიერის ზედამხედველი (კასპი)
გისურვებთ წარმატებას!თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით. ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.