B
არქიტექტორი
domainBiji Architecture
ლოკაციათბილისი
ანაზღაურებაშეთანხმებით
ელ-ფოსტაirakligogokhia@bijiarch.com
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
hr.ge 05/10/2026
არქიტექტორი / დაგეგმარება-ნახაზები
domainნიუ სითი დეველოფმენთ
location_on თბილისი შეთანხმებით
hr.ge 05/10/2026
არქიტექტორი / ექსტერიერის დიზაინი
domainნიუ სითი დეველოფმენთ
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 05/10/2026
არქიტექტორი
domainბლოქსი
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 05/10/2026
დიზაინის არქიტექტორი
domainWei Yap Architects
location_on თბილისი შეთანხმებით
კომპანია "Biji Architecture" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს, რომელიც ჩაერთვება ურბანული დაგეგმარების პროექტების კვლევის, კონცეფციის შემუშავების, დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები:
- * არქიტექტურული პროექტების დეტალური სამუშაო ნახაზების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად;
- * მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება;
- * არქიტექტურული პროექტების კორექტირება, ცვლილებების დამუშავება და განახლება;
- * არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმება და კოორდინაცია;
- * პროექტებში ტექნიკური შეუსაბამობებისა და შესაძლო გადაკვეთების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის პროცესში მონაწილეობა;
- * პროექტის დეტალების, კვანძებისა და სპეციფიკაციების მომზადება;
- * მასალათა უწყისებისა და მოცულობების მომზადება და დათვლა;
- * პროექტის კონცეფციიდან სამუშაო დოკუმენტაციამდე ყველა ეტაპში აქტიური მონაწილეობა;
- * საპროექტო ჯგუფის წევრებთან, ინჟინრებთან, კონსულტანტებსა და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა;
- * საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლი;
- * საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებთან შეთანხმების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- * არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
- * სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისი კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- * მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
- * დეტალური სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
- * AutoCAD-ის ცოდნა;
- * Revit-ის ან ArchiCAD-ის ცოდნა;
- * არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების კოორდინაციის გამოცდილება;
- * საპროექტო ამოცანების დამოუკიდებლად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- * BIM გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- * მასშტაბურ საცხოვრებელ, კომერციულ ან მრავალფუნქციურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- * პროექტის მშენებლობის ნებართვის ეტაპიდან სამუშაო დოკუმენტაციამდე წარმართვის გამოცდილება;
- * 3D მოდელირებისა და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა;
- * Adobe Photoshop-ის, Illustrator-ის ან InDesign-ის ცოდნა;
- * საპროექტო ჯგუფისა და სხვადასხვა სპეციალობის ინჟინრების კოორდინაციის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- * სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია;
- * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;
- * გამოსაცდელი ვადა: 3 თვე — სრულად ანაზღაურებადი;
- * ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და შესრულებული პროექტების პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: irakligogokhia@bijiarch.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორი - სახელი და გვარი".
გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!