S
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 21/09/2026scheduleბოლო ვადა: 20/10/2026

ბრენდ მენეჯერი

domainSmartPharm
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. კომპანია ავტორიზებულია GDP და ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატით. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

ფარმაცევტული კომპანია “სმარტფარმი” აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს კონკურენტული, მზარდი ანაზღაურებით, პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

მოვალეობები:

ბრენდების განვითარება;მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა;შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით);ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია)საოფისე პროგრამების ცოდნა;ბრენდის მენეჯერად, ჯგუფის ხელმძღვანელად ან სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;საკუთარი ავტომანქანის ფლობა (სასურველია).

აუცილებელი უნარები:

ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;ორგანიზებულობა:ლიდერობისა და მენეჯერობის უნარი;კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.geგთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

„Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!