ბუღალტერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ბუღალტერიის ტრენერი
ბუღალტერი
ბუღალტერი
ბუღალტერი
"ელმონტაჟი" — ელექტროინჟინერიისა და ელექტროსამონტაჟო სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც მონაწილეობს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეძებს ბუღალტერს საკუთარ გუნდში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვანის ქ.5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 2500 ლარი (ნეტ)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
პოზიციის მიზანი: პოზიციის მთავარი მიზანია კომპანიის საბუღალტრო პროცესების ეფექტიანი მართვის მხარდაჭერა, ფინანსური მონაცემების სიზუსტისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის წარმართვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;
- * გადახდების ელ.სისტემაზე დაყრდნობით, მასალების და სასაწყობე ერთეულების სწორი ღირებულებებით ბალანსზე აყვანა;
- * სასაქონლო ერთეულების/მასალების ჩამოწერის პირველად დოკუმენტაციებსა და შესაბამისი გატარების სისწორეზე პასუხისმგებლობა;
- * პროექტზე დარჩენილი სასაწყობე ერთეულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნა მისი ჩამოწერის მიზნით;
- * ყოველთვიური ფაქტიური სასაწყობე ნაშთების შედარება პროგრამულ ნაშთებთან და კორექტირებების ასახვა პროგრამაში;
- * ძ.საშუალებების რეესტრის მართვა, პასუხისმგებელი პირების მიხედვით გაწერა, ცვლილებების აღრიცხვა, ჩამოწერა, ცვეთების ფაილის/კალკულაციის წარმოება და პროგრამული დარიცხვა;
- * გრაფიკების მიხედვით სასესხო დავალიანებების/პროცენტების ერთიანი რეესტრის/ფაილის შედგენა, შემდგომი განახლება, ხელშეკრულებების მოთხოვნა-დაარქივება, საჭიროების შემთხვევაში გატარება;
- * აუდიტი და დამატებითი ფუნქციები: შიდა და გარე აუდიტის პროცესში, ასევე მენეჯმენტის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
გამოცდილება:
- * მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-4 წლიანი გამოცდილება;
- * პროგრამა "FINA " -ში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა:
- * უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- * 1C-ის ან მსგავსი საბუღალტრო პროგრამის გამოყენების ცოდნა;
- * საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Microsoft Excel);
- * სასურველია, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
- * ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- * პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
- * ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
- * შედეგებზე ორიენტირებულობა;
- * სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- * სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- * გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას;
- * კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- * გამოცდილ და პროფესიონალ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე: hr@elmontage.ge & k.korsantia@elmontage.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ელმონტაჟმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე პირს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მხოლოდ დასაქმების მიზნით.