Ა
languageawork.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 04/11/2026

დამხმარე თანამშრომელი საწყობში

domainავერსი
location_on
ლოკაციაTbilisi
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროawork.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობში დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სამეურნეო სამუშაოების შესრულება; ტვირთის გადატანა, განთავსება და გადაადგილება საჭიროებისამებრ; საწყობის თანამშრომლების დახმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესის შესრულებაში; საწყობის ტერიტორიის წესრიგის უზრუნველყოფა; ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, დაკვირვებულობა; შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; კომუნიკაბელურობა; დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და გუნდური მუშაობის უნარი. პირობები: გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 ტერიტორიული მდებარეობა: ლილო (ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს) განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.11.2026 წელი . ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 399 837 აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/DPuOTNtkby შენიშვნა : წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.