M
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

საწყობის დამხმარე თანამშრომელი

domainMade to Make
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1750 ლარი / 1400 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "Made To Make", ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი კომპანია ისეთი გლობალური ბრენდებისა, როგორებიცაა 3M, Coverguard, DuPont, Dunlop, Smirdex, Starline, Scott და სხვა, გთავაზობთ ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გუდაუთის ქუჩა.

სამუშაო განაკვეთი:

კვირის სამუშაო დღეები: 10:00-18:30 სთ, შაბათი - 10:00-15:00 სთ.

ანაზღაურება: 1750 ლარი გადასახადების ჩათვლით, ხელზე ასაღები 1400 ლარი. კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • * პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • * ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
  • * სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • * საწყობის უფროსის მიერ მიცემული მითითებების შესრულება;
  • * კომპანიის პროდუქციის კოდების გარჩევა-წაკითხვა;
  • * აუცილებელია ზედნადებთან მუშაობა;
  • * საწყობში შემოსული ტვირთის ჩამოცლა, დატვირთვა და საწყობში შესაბამის ადგილზე დალაგება;
  • * ზრუნვა საწყობის მოწესრიგებულ და დალაგებულ მდგომარეობაში ყოფნაზე;
  • * წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე k.kakubava@m2m.ge

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება (საწყობის დამხმარე თანამშრომელი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.

გასაუბრება ჩატარდება ინტერვიუს სახით. გასაუბრების ადგილი - თბილისი, წერეთლის 41.