Შ
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 27/10/2026

დნობის ღუმელის ოპერატორი

domainშპს საქართველოს შენადნობთა საჩამომსხმელო
location_on
ლოკაციაქუთაისი
payments
ანაზღაურება1500 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

პს საქართველოს შენადნობთა საჩამომსხმელო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დნობის ღუმელის ოპერატორი

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №88, თიზ-ის ტერიტორია

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00; საწარმოო საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ცვლებში, მათ შორის ღამის ცვლაში, მუშაობა.

ანაზღაურება: 1500 ლარი 1 თვის მანძილზე, ანაზღაურება გაიზრდება სამუშაო პროცესის შესწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისად 1800ლარამდე.

ძირითადი მოვალეობები

სხვადასხვა სახის ნედლეულის დნობის ღუმელში ჩატვირთვა და დადგენილი ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისად დნობა;გამლღვალი მასის მორევა და დნობის პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;ღუმელში დაგროვილი ნარჩენებისგან გაწმენდა;მომზადებული გამლღვალი მასის ჩამომსხმელი ოპერატორისთვის გადაცემა;დნობის პროცესის უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად შესრულება;სამუშაო ადგილისა და დანადგარის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;შრომის უსაფრთხოების წესებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება;სამუშაოსთან დაკავშირებული ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

მოთხოვნები

პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი დონე;ყურადღებიანობა და ტექნოლოგიური პროცესის ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი;ფიზიკური დატვირთვისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი;მეტალურგიულ ან სხვა საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ღუმელთან, დნობის პროცესთან ან საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ახალი სამუშაო პროცესის სწავლისა და ათვისების სურვილი;შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ

სტაბილურ სამუშაოს;ორშაბათი–პარასკევის სამუშაო გრაფიკს;სამუშაო დროს 09:00–18:00;საწყის ანაზღაურებას — 1500 ლარს;

სამუშაო პროცესის შესწავლისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:gfa.office24@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995598997844

შენიშვნა: სამუშაო ადგილის მდებარეობისა და ცვლური/ღამის გრაფიკის შესაძლო საჭიროებიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება ქუთაისში ან სამუშაო ადგილთან ახლოს მცხოვრებ კანდიდატს.