Ჯ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

ექსპედიტორი

domainჯეო გლობალ ფუდი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1400 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

საკონდიტრო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეო გლობალ ფუდი" ეძებს ექსპედიტორს თბილისში. თქვენი ამოცანა იქნება საწყობიდან მიღებული პროდუქციის შემოწმება და სავაჭრო ობიექტებისთვის დროული, ზუსტი და უსაფრთხო მიწოდება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო არეალი: ქ. თბილისი;

საწყობი: გარდაბანი, სოფ. გამარჯვება (დამსაქმებელი უზრუნველყოფს დასაქმებულის ტრანსპორტირებას საწყობამდე)

გრაფიკი: სამშაბათი-შაბათი, კვირაში 5 დღე;

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1400 ლარი + ბონუსი (ჯამურად დაახლოებით 1700-2000 ლარი)

ტრანსპორტი: კომპანიის საკუთრებაში არსებული სადისტრიბუციო მანქანა

თქვენი ძირითადი ამოცანები:

  • * საწყობში გამზადებული შეკვეთების მიღება და პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება.
  • * ავტომობილში პროდუქციის განთავსება ისე, რომ დაცული იყოს გადაზიდვისას.
  • * შეთანხმებული მარშრუტით პროდუქციის დროული მიწოდება და ობიექტისთვის შეკვეთის მიხედვით ჩაბარება.
  • * მიწოდების დოკუმენტებთან პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება და ჩაბარების დადასტურება.
  • * დანაკლისის, დაზიანების ან მიწოდების შეფერხების შესახებ პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება.

რას ველით თქვენგან:

  • * B კატეგორიის მართვის მოწმობა.
  • * პროდუქციის დასახელებებისა და შეფუთვების გარჩევა; რაოდენობის ზუსტად დათვლა.
  • * პროდუქციის დატვირთვა-ჩამოტვირთვაში მონაწილეობის მზადყოფნა.
  • * პუნქტუალურობა, საქონელთან ფრთხილი მოპყრობა და კლიენტებთან თავაზიანი კომუნიკაცია.
  • * უპირატესობად ჩაითვლება დისტრიბუციაში, მიწოდების ან სასაწყობო საქმიანობის მიმართულებით გამოცდილება.

როგორ გამოგვეხმაუროთ:

გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@ggfood.ge წერილის სათაურში მიუთითეთ "ექსპედიტორი — თბილისი".