B
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 06/11/2026

გაყიდვების ოპერატორი

domainBM Capital
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება600 ლარი / 1300 - 1700 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

თუ ადამიანებთან კომუნიკაცია გიყვარს, გაყიდვები გამოგდის და გინდა შენი შედეგით რეალური შემოსავალი გამოიმუშაო, მაშინ "BM Capital"-ში გელოდებით გაყიდვების (ქოლცენტრი) ოპერატორის პოზიციაზე.

"BM Capital" - სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ავტომობილების გაქირავებისა და ტაქსების ტექნოლოგიურ ბაზარზე. ჩვენი პროექტებია Taxio.ge და PayPro.ge Yandex Go-ს ტაქსოპარკების ინოვაციური CRM სისტემა, რომელსაც უკვე ათასობით მძღოლი იყენებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია და გაყიდვის პროცესის წარმართვა.

თუ ხარ ადამიანი, რომელსაც:

  • * არ ეშინია ზარების;
  • * შეუძლია ადამიანების დარწმუნება;
  • * უყვარს დინამიკური გარემო;
  • * უნდა განვითარება და მაღალი შემოსავალი, მაშინ

ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 10:00 - 19:00

ფიქსირებული ანაზღაურება: 600 ლარი

ბონუსი: შესრულებული გეგმების შესაბამისად

თვეში საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1300 - 1700 ლარი

მოვალეობები:

  • * გამავალი ზარების განხორციელება;
  • * მძღოლებთან კომუნიკაცია სოციალური არხების საშუალებით;
  • * მათი დარეგისტრირება და ჩართვა სისტემაში;
  • * საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება;

აუცილებელია:

  • * კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • * გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
  • * პასუხისმგებლობა და დისციპლინა;

თუ გინდა იყო ძლიერი და მზარდი გუნდის ნაწილი, გამოიმუშაო მეტი და განვითარდე თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში, გამოგვიგზავნე CV ელექტრონულ მისამართზე: marstaxifleet@gmail.com.

სათაურში მიუთითე: "გაყიდვების ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას.