გარე გაყიდვების აგენტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
გარე გაყიდვების მენეჯერი
გარე გაყიდვების ოფიცერი თბილისში
გარე გაყიდვების ოფიცერი
გარე გაყიდვების აგენტი
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში.
ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი სიცოცხლე და ღირსება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში ეძებს ენერგიულ, აქტიურ თანამშრომლებს გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს მდებარეობა:
თბილისი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის სხვადასხვა ფილიალი, თბილისი ცენტრალი, ბაზარი ორბელიანზე, ვაკის პარკი და ა.შ.)
ჩვენ გთავაზობთ:
- * საათობრივ ანაზღაურებას სრული განაკვეთი - დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში, პლიუს ბონუსი.
- * მოქნილ სამუშაო გრაფიკს - ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00).
- * მინიმუმ 12 საათი კვირაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:
- * პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
- * ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
- * საჯარო სივრცეებში კონტაქტის დამყარება პოტენციურ დონორებთან;
- * პოტენციურ დონორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია;
- * ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან, შინაგანაწესის დაცვა;
- * სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
- * საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:
(ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც)
- * სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია);
- * ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
- * უცხო ენების ცოდნა (სასურველია);
- * მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი;
- * გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- * გუნდური მუშაობისა და წარმოშობილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებთან გამკლავების უნარი;
- * საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: f2fprojectmanager@redcross.ge და admin@redcross.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - თბილისში".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.
გისურვებთ წარმატებებს!