A
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 14/10/2026

HSE ბიზნეს პარტნიორი

domainAPM Terminals
location_on
ლოკაციაფოთი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთის და კონტეინერის გადამუშავებას. ასევე, აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს.

APM Terminals Poti გთავაზობთ:

  • * საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას.
  • * სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
  • * თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს.
  • * სამუშაოს და დასვენების ბალანსს.
  • * მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში.
  • * Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობას.
  • * ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევას.
  • * კვებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე ვაკანსიას.

პოზიციის დეტალური ფუნქცია-მოვალეობების გასაცნობად, ასევე, დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის წარსადგენად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვაკანსიების პორტალს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 14 ოქტომბერი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apmterminals.com

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება და დამატებით შეგროვდება შერჩევის პროცესის ფარგლებში, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ზოგადად ან აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!