მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი ზუგდიდის რჩეულ სერვისცენტრში
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი
მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი)
მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერი
მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირ
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/g9bga7wb
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ზუგდიდის რჩეულ სერვისცენტრში
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
· პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
· სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
· პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
· კორპორატიულ ღონისძიებებს;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სამუშაოს აღწერა:
მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
საკრედიტო პორტფელის მართვა;
სესხის გადახდისა და ვადაგადაცილებული სესხების მონიტორინგი.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;
ძლიერი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
ფინანსური უწყისების შედგენის გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია Excel მაღალ დონეზე);
გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი, 2026 წელი
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე,
შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი
ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე
შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული
იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი