Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

იურიდიული განყოფილების სტაჟიორი

domainსაქართველოს კლინიკები
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტს იურიდიული განყოფილების სტაჟიორის პოზიციაზე.

რას ისწავლი და რაში ჩაერთვები?

სტაჟირების განმავლობაში შესაძლებლობა გექნება:

  • * მიიღო მონაწილეობა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
  • * ხელშეკრულების მხარეების, საგნის, ძირითადი პირობებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტში ასახვა;
  • * ხელშეკრულებების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების მოძიება და მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის პირველადი შემოწმება;
  • * სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების, მათ შორის მომსახურების, ნასყიდობის, იჯარის, დავალების, თანამშრომლობისა და სხვა შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • * კონტრაგენტის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებისა და ცვლილებების პირველადი სამართლებრივი განხილვა;
  • * სამართლებრივი დავების შესახებ ინფორმაციისა და საქმისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა;
  • * საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და ქრონოლოგიურად დალაგება;
  • * შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, სასამართლო პრაქტიკისა და სხვა სამართლებრივი წყაროების მოძიება და ანალიზი;
  • * სარჩელის სამართლებრივი საფუძვლებისა და მოთხოვნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • * სარჩელზე დასართავი მტკიცებულებებისა და სხვა დოკუმენტების იდენტიფიცირებასა და მომზადებაში დახმარება;
  • * სასამართლო დავებთან დაკავშირებული სხვა საპროცესო დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, მათ შორის განცხადებების, შუამდგომლობებისა და წერილობითი პოზიციების მომზადება;
  • * სასამართლო საქმის მასალების განახლება და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაცია.
  • * ორგანიზაციის სახელით გასაგზავნი სამართლებრივი და ოფიციალური წერილების პროექტების მომზადება;
  • * სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და წერილის შინაარსობრივად ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • * შემოსული წერილებისა და მოთხოვნების შინაარსის შესწავლა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
  • * წერილებში მითითებული სამართლებრივი საკითხების კვლევა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების მოძიება;

ვის ვეძებთ?

  • * ბაკალავრის III-IV კურსის ან სამაგისტრო პროგრამის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს;
  • * საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;
  • * პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს;
  • * სწავლისა და განვითარების სურვილით;

რას გთავაზობთ?

  • * პრაქტიკულ გამოცდილებას ერთ-ერთ ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელში;
  • * პროფესიონალების გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • * იურიდიული პროცესების გაცნობას;
  • * შესაძლებლობას, რეალურ სამუშაო პროცესებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, ცინცაძის 24ა
 სტაჟირების ხანგრძლივობა: მოქნილი გრაფიკი, 6თვე

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2026.

გელოდებით "საქართველოს კლინიკების" გუნდში!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება " იურიდიული განყოფილების სტაჟიორი".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

  1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
  1. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
  1. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
  1. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
  1. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
  1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.