Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

იურისტი

domainბ და ნ ინვესტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება2000-2500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "ბ და ნ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

შპს "ბ და ნ ინვესტი" არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების კომპანიებს.

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი. უზნაძის 78

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-18:00 (დასვენება შაბათი-კვირა)

ანაზღაურება: 2000-2500 ლ net (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ჰოლდინგური კომპანიისა და მის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა პროფილის შვილობილი კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის სრული იურიდიული მხარდაჭერა და სამართლებრივი მომსახურება.
  • * კორპორაციული დოკუმენტაციის (პარტნიორთა კრების ოქმები, გადაწყვეტილებები, წესდებები, დებულებები, მინდობილობები) მომზადება, განახლება და რეორგანიზაციის/M&A პროცესების მართვა.
  • * ყველა ტიპის ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტების შემუშავება, სამართლებრივი ექსპერტიზა, კორექტირება და გაფორმების პროცესის უზრუნველყოფა.
  • * კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა მესამე პირებთან, პარტნიორებთან, სახელმწიფო უწყებებთან, სასამართლოში, არბიტრაჟსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
  • * სასამართლო/საგადასახადო/ადმინისტრაციულ დავებზე სარჩელების, შესაგებლების, საჩივრებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება და პროცესების წარმართვა.
  • * ჰოლდინგისა და შვილობილი სუბიექტების ბიზნესპროცესების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება, პრევენცია და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
  • * კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან (მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და კონკურენციის რეგულაციებთან).
  • * შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი დარეგულირება, შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესისა და შიდა რეგულაციების შემუშავება შრომის კოდექსის შესაბამისად.
  • * ჰოლდინგის მენეჯმენტისა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის (HR, ფინანსები, ოპერაციული და ა.შ.) სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.
  • * საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათი გავლენის ანალიზი კომპანიის საქმიანობაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • * განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი ან მაგისტრი).
  • * სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე (უპირატესობად ჩაითვლება ჰოლდინგურ, მრავალპროფილურ კომპანიაში ან იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება).

პიროვნული უნარ-თვისებები:

  • * მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • * აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიარული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: info.bn.lawyer@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!