Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

ხარისხის კონტროლის ინჟინერი

domainბლექ სი გრუპი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "ბლექ სი გრუპი" არის წამყვანი გენერალური კონტრაქტორი საქართველოში, რომელიც ასრულებს ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას.

2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტებისა და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

ვეძებთ ხარისხის კონტროლის ინჟინერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე ხარისხის მოთხოვნების შესრულების კონტროლს.

მდებარეობა: თბილისი / სხვადასხვა რაიონები

სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * კომპანიის მიმდინარე პროექტებზე სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი პროექტის მოთხოვნების, ტექნიკური სპეციფიკაციების, ნახაზების, მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად.
  • * პროექტების ხარისხის კონტროლის გეგმების (Quality Control Plan / ITP) მომზადება და აღსრულება.
  • * სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან, სამუშაო მეთოდოლოგიებთან (Method Statement) და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან.
  • * სამშენებლო მასალების, პროდუქციისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება.
  • * პროექტებზე საჭირო ლაბორატორიული და საველე გამოცდების დაგეგმვის, ჩატარებისა და შედეგების კონტროლი.
  • * ბეტონის, ასფალტის, გრუნტის, ინერტული მასალებისა და სხვა სამშენებლო მასალების გამოცდის შედეგების განხილვა და შესაბამისობის შეფასება პროექტის მოთხოვნებთან.
  • * სამუშაოების ეტაპობრივი ინსპექტირება და შესაბამისი Inspection Request / Check List / Acceptance Records დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი.
  • * გამოვლენილი შეუსაბამობების (NCR - Non-Conformance Report) რეგისტრაცია, მიზეზების ანალიზში მონაწილეობა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლი.
  • * პროექტის მენეჯერებთან, სამშენებლო გუნდებთან, ლაბორატორიებთან, დამკვეთისა და ზედამხედველის წარმომადგენლებთან ხარისხთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირება.
  • * ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოწოდებული მასალების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
  • * მასალების ტექნიკური წარდგენების (Material Submittals), სერტიფიკატების, შესაბამისობის დეკლარაციების, ტექნიკური მონაცემებისა და ლაბორატორიული ანგარიშების განხილვა.
  • * ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და პროექტების ხარისხის ჩანაწერების წარმოების კონტროლი.
  • * პროექტებზე პერიოდული ხარისხის ინსპექტირებებისა და შიდა აუდიტების ჩატარება, აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის მონიტორინგი.
  • * დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო ხარისხის დოკუმენტაციის მომზადების კოორდინირება.
  • * პროექტების დასრულების ეტაპზე ხარისხთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტაციის (Quality Dossier / Handover Documentation) სისრულისა და შესაბამისობის კონტროლი.
  • * კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პროექტებზე ხარისხის მდგომარეობის, ძირითადი შეუსაბამობებისა და რისკების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

განათლება და კვალიფიკაცია:

  • * ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამის ტექნიკურ სფეროში.
  • * მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ხარისხის კონტროლის, სამშენებლო ზედამხედველობის ან შესაბამის საინჟინრო მიმართულებაში.
  • * ინფრასტრუქტურულ პროექტებზე — განსაკუთრებით გზების, ხიდების, აეროდრომების ან სხვა მძიმე ინფრასტრუქტურის მშენებლობაში — მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • * სამშენებლო მასალების, სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიებისა და ხარისხის კონტროლის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
  • * სამშენებლო სტანდარტებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან მუშაობის უნარი.
  • * QA/QC დოკუმენტაციის — ITP, Method Statement, Inspection Request, Material Submittal, NCR, Check List და Test Report — ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება.

კომპიუტერული უნარები:

  • * Microsoft offices - სამუშაო დონეზე.
  • * AutoCAD - სამუშაო დონეზე.
  • * AI tools - სამუშაო დონეზე.

ენები:

  • * ქართული ენა - თავისუფლად.
  • * რუსული ენა - სამუშაო დონეზე.
  • * ინგლისური ენა - სამუშაო დონეზე.

პირადი უნარები:

  • * მაღალი პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • * ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • * დეტალებისადმი მაღალი ყურადღება.
  • * ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების უნარი.
  • * ეფექტური კომუნიკაციისა და სხვადასხვა პროექტის გუნდებთან მუშაობის უნარი.
  • * რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
  • * პრინციპულობა ხარისხის მოთხოვნების დაცვისას და პრობლემების დროული იდენტიფიცირების უნარი.

რას გთავაზობთ:

  • * შესაძლებლობას იმუშაოთ კომპანიის სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
  • * პროფესიულ განვითარებას და გამოცდილების მიღებას სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
  • * თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებთან, საერთაშორისო სტანდარტებსა და ხარისხის მართვის სისტემებთან მუშაობის შესაძლებლობას.
  • * კონკურენტულ ანაზღაურებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ხარისხის კონტროლის ინჟინერი".