Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

ხარისხის კვლევის სპეციალისტი

domainბენე კომფორტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება600 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ბენე კომფორტი უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

ბენე კომფორტის მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კვლევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

  • * მობინადრეების გამოკითხვა წინასწარ განსაზღვრული კითხვარის მიხედვით;
  • * მობინადრეების პასუხებისა და უკუკავშირის შესაბამის ფაილში/სისტემაში დროულად და ზუსტად დაფიქსირება;
  • * საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კომენტარების ან პრობლემური საკითხების დაფიქსირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;
  • * საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook);
  • * ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (აუცილებელია).

სამუშაო პირობები:

  • * გრაფიკი - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე;
  • * ანაზღაურება - 600 ლარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ხარისხის კვლევის სპეციალისტი". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.