კორპორაციული ბიზნესის ჯგუფის უფროსი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
IT პროექტების მენეჯერისა და ბიზნეს ანალიტიკოსი
უფროსი ბიზნეს მენეჯერი
ბიზნესის განვითარების და პარტნიორობის სპეციალისტი
ბიზნეს ანალიტიკოსი
"ტერაბანკის" ბიზნესის მართვის განყოფილებაში კორპორაციული ბიზნესის ჯგუფის უფროსს ვეძებთ.
სამუშაო პირობები:
- * ადგილმდებარეობა: თბილისი
- * სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
- * ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული კვარტალური ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით (BBA ან ეკვივალენტური ხარისხი)
- * მცირე და საშუალო ბიზნესის ან/და კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
- * ფინანსური ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- * მსხვილ ბიზნეს კლიენტებთან მუშაობისა და ფინანსური პროექტების მართვის გამოცდილება
- * გუნდის მართვის, თანამშრომელთა მოტივაციისა და პროფესიული განვითარების გამოცდილება
- * ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პოზიციისთვის საჭირო პიროვნული კომპეტენციები:
- * ძლიერი ლიდერული და მენეჯერული უნარები
- * ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
- * გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- * ინიციატივიანობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
პოზიციის ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
- * კორპორაციული სეგმენტის განვითარების მიზნით ახალი პროექტებისა და ბიზნესინიციატივების ინიციირება, დაგეგმვა და მართვა
- * ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
- * კვარტალური და წლიური ბიზნესგეგმების, მათ შორის პორტფელის დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა
- * კორპორაციული კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
- * კორპორაციული სეგმენტის საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის სისტემატური ანალიზი, ხარისხის კონტროლი და განვითარების ხელშეწყობა
- * კორპორაციული კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების მუდმივი შეფასება და მათზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება
- * ჯგუფის საქმიანობის ეფექტიანობის ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი
- * დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივაციის ხელშეწყობა
ჩვენ გთავაზობთ:
- * ჯანმრთელობის დაზღვევას
- * ექსკლუზიურ პირობებს "ტერაბანკის" საბანკო პროდუქტებზე
- * გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | კორპორაციული ბიზნესის ჯგუფის უფროსი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით.
"ტერაბანკმა" მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!