IT პროექტების მენეჯერისა და ბიზნეს ანალიტიკოსი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ინდუსტრიული პროექტების მენეჯერი
ავეჯის გაყიდვების წარმომადგენელი / პროექტის მენეჯერი
საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის მენეჯერი
პროექტის მენეჯერი
"საქართველოს ეკონომიკისა განვითარების კორპორაციის" ციფრული განვითარების სამსახური აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერისა და ბიზნეს ანალიტიკოსის (Hybrid PM/BA) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- * მოთხოვნების ანალიზი: სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და სტეიკჰოლდერებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ბიზნეს-მოთხოვნების შეგროვება, მათი გაანალიზება და ტექნიკურ ენაზე თარგმნა (Use Cases, User Stories, BPMN პროცესების აღწერა);
- * პროექტების მენეჯმენტი (Jira): პროექტების სრული ადმინისტრირება Jira-ში — ბექლოგის (Backlog) მართვა, ეპიკების (Epics) და თასქების (Tasks) შექმნა, დეკომპოზიცია და პრიორიტეტიზაცია სამსახურის უფროსთან სინქრონში;
- * Agile პროცესების ფასილიტაცია: ყოველდღიური Daily Standup-ების, სპრინტების დაგეგმვის (Sprint Planning) და რეტროსპექტივების ორგანიზება გუნდისთვის;
- * მონიტორინგი და რეპორტინგი: პროექტების მიმდინარეობის მუდმივი კონტროლი, რეპორტების/დაშბორდების მომზადება;
- * ხარისხის პირველადი კონტროლი: შესრულებული თასქების პირველადი შემოწმება (UAT — User Acceptance Testing) ბიზნეს-მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, პროდუქტის პროდაქშენზე გაშვებამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * IT სფეროში პროექტების მენეჯერის (PM), ბიზნეს ანალიტიკოსის (BA) ან Product Owner-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- * Jira / Confluence-ის უმაღლეს დონეზე ფლობა (სავალდებულოა მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება);
- * Agile / Scrum ჩარჩოების სიღრმისეული ცოდნა და გუნდის მართვის გამოცდილება Scrum Master-ის ან PM-ის როლში;
- * ბიზნეს-პროცესების ვიზუალიზაციისა და მოდელირების ინსტრუმენტების ცოდნა (მაგ. Miro, Lucidchart, Bizagi).
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: IT Project Manager / Business Analyst.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!