საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საავტომობილო სერვისის ზედამხედველი
საავტომობილო დანადგარების ოპერატორი
საავტომობილო სერვისის მრჩეველი
ტექნიკური ზედამხედველი ინსპექტორი
კომპანია "ბლექ სი გრუპი" არის წამყვანი გენერალური კონტრაქტორი საქართველოში, რომელიც ასრულებს ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას.
2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.
კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტებისა და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ვეძებთ პროექტის მენეჯერს საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტისთვის.
მდებარეობა: თბილისი / სხვადასხვა რაიონები
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * პროექტის გუნდის, ბიუჯეტის, რესურსებისა და შესრულების გრაფიკის დაგეგმარება.
- * სამუშაოების შესრულების ორგანიზება და კონტროლი დამკვეთის მოთხოვნების, პროექტის სპეციფიკაციების, ნახაზებისა და ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად.
- * დამკვეთთან, ზედამხედველთან, ქვეკონტრაქტორებთან, კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია.
- * ქვეკონტრაქტორების მოძიება და შერჩევა საჭიროების შესაბამისად.
- * საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინირება, შეთანხმება ზედამხედველთან და დამკვეთთან. საბოლოო შეთანხმებული ვერსიების გამოყენება მშენებლობისთვის.
- * პროექტის რისკების იდენტიფიცირება და მათი შემსუბუქების ან თავიდან არიდების გზების მოძიება.
- * სამუშაოების შესრულება დამკვეთის მოთხოვნების, პროექტის სპეციფიკაციებისა და ნახაზების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფა.
- * პროექტზე შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების კონტროლი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაციით.
- * შესრულებული სამუშაოების შესრულების აქტების მომზადება და წარდგენა დამკვეთთან.
- * პროექტის ბიუჯეტის, შემოსავლების, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების კონტროლი.
- * ხელშეკრულებების ადმინისტრირება, როგორც დამკვეთთან, ასევე ქვეკონტრაქტორებთან.
- * სამუშაოების პროგრესის მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
- * პროექტის დროულად და შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში დასრულების უზრუნველყოფა.
განათლება და კვალიფიკაცია:
- * ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო-საინჟინრო სფეროში.
- * მინიმუმ 7-წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებზე, მათ შორის საავტომობილო გზების მშენებლობის მიმართულებით.
- * პროექტის მენეჯერის ან პროექტის მართვის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპიუტერული უნარები
- * Microsoft offices - სამუშაო დონეზე.
- * MS Project - სამუშაო დონეზე.
- * AutoCAD - სამუშაო დონეზე.
- * Civil3D - სამუშაო დონეზე.
- * AI tools - სამუშაო დონეზე.
ენები:
- * ქართული ენა - თავისუფლად.
- * რუსული ენა - სასურველია.
- * ინგლისური ენა - სასურველია.
პირადი უნარები:
- * ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი.
- * ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
- * დეტალებისადმი ყურადღების უნარი.
- * ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
- * სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი.
რას გთავაზობთ:
- * შესაძლებლობას, იმუშაოთ კომპანიის სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
- * პროფესიული განვითარება წამყვან სამშენებლო კომპანიაში.
- * კონკურენტული ანაზღაურება და კარიერული წინსვლა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.