მექანიკოსი / შემფუთავ-დამფასოებელი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
მექანიკოსი, შემფუთავ-დამფასოებელი
მექანიკოსი
მექანიკოსი
მექანიკოსი/სტაჟიორი
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავშიწარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე:
მექანიკოსი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.
თანამდებობრივი მოვალეობები:სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.
სამუშაო პირობები: ქალაქი რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (შესაძლოა დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო დასვენების დღეებში);
ანაზღაურება: 1900 ლარიდან ხელზე, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. იმ მექანიკოსებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური განათლება ან დადასტურებული სამუშაო გამოცდილება განიხილება მაღალი ანაზღაურება. გამოსაცდელი ვადის/სწავლების პერიოდში - 1850 ლარიდან ხელზე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.პასუხისმგებლიანი.ყურადღებიანი.პუნქტუალური.შრომისმოყვარე. თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე ( 2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
ანაზღაურება - 1470 ლარი ხელზე ან 8,79 ლარი საათში. სწავლების პერიოდის - 1 თვის განმავლობაში - 1400 ლარი ხელზე ან 8,37 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com