Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

მხაზველი

domainკანო
location_on
ლოკაციარუსთავი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "კანო" აცხადებს ვაკანსიას მხაზველის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.

კომპანია "კანო" 1984 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე. დაარსების დღიდან ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებს და მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რომელიც მოიცავს პროექტირების, წარმოების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სრულყოფილ პროცესებს.

კომპანია "კანოს"-ს ზრდა და ორმოცწლიანი სტაბილურობა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • * ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • * სტაბილურ ანაზღაურებას;
  • * კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • * პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • * მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • * პროექტის შესაბამისად მუშა ნახაზების შედგენა;
  • * პროექტის მიხედვით დეტალების ზომებისა და პარამეტრების დატანა;
  • * ნახაზების შესაბამისობის შემოწმება ტექნიკურ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან;
  • * პროექტის ვადების დაცვა;
  • * ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე;
  • * სამუშაოს შესაბამისობა უსაფრთხოების, სამშენებლო და ინდუსტრიულ სტანდარტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * სამუშაო გამოცდილება მხაზველის პოზიციაზე;
  • * AutoCAD, SolidWorks, Revit და CAD პროგრამების ცოდნა;
  • * უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური/რუსული).

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • * ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • * ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • * დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილის N5.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Natia.khachidze@kano.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!