ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი
ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
დისტრიბუტორი, ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი
გაყიდვებისა და ფინანსების კონტროლერი
აქსიომ სმარტი აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე
შპს აქსიომ სმარტი (www.bubabu.ge) ეძებს ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც მართავს ონლაინ შეკვეთებს და ამზადებს ახალ პროდუქციას გასაყიდად.
ძირითადი მოვალეობები
კომპანიის ონლაინ მაღაზიაში, Extra.ge –ზე, MyMarket-ზე, Wolt-ზე და Glovo-ზე პროდუქციის განთავსება და ინფორმაციის განახლება;ონლაინ შეკვეთების მიღება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების შესრულების კოორდინაცია;ონლაინ არხებში პროდუქციის ფასების, აღწერებისა და ნაშთების სიზუსტის კონტროლი;საწყობში ახალი პროდუქციის მიღება, რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება;პროდუქციის ფოტოების გადაღება და ონლაინ განთავსებისთვის მომზადება;პროდუქციის მონაცემების სისტემაში შეტანა და მარაგების პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობა.
მოთხოვნები
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ონლაინ გაყიდვებში, ელექტრონულ კომერციაში ან საცალო ვაჭრობის ოპერაციებში;Excel-ის ან Google Sheets-ის ცოდნა და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა;გამართული წერილობითი ქართული და მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;ყურადღება დეტალებისადმი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.უპირატესობად ჩაითვლება Extra.ge-ის, MyMarket-ის, Wolt-ის, Glovo-ს ან ონლაინ მაღაზიის ადმინისტრაციულ პანელთან მუშაობის გამოცდილება, ასევე პროდუქტის ფოტოების გადაღებისა და დამუშავების უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (უმეტესად ონლაინ)
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე + შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: info@axiomsmart.ge.
წერილის სათაურში მიუთითეთ: „ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი“.
განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 19.10.26