Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 19/10/2026

ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი

domainკომპანია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ვაკანსია: ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი

შპს "აქსიომ სმარტი" (https://www.bubabu.ge/) ეძებს ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც მართავს ონლაინ შეკვეთებს და ამზადებს ახალ პროდუქციას გასაყიდად.

ძირითადი მოვალეობები:

  • * კომპანიის ონლაინ მაღაზიაში, Extra.ge -ზე, MyMarket-ზე, Wolt-ზე და Glovo-ზე პროდუქციის განთავსება და ინფორმაციის განახლება;
  • * ონლაინ შეკვეთების მიღება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების შესრულების კოორდინაცია;
  • * ონლაინ არხებში პროდუქციის ფასების, აღწერებისა და ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
  • * საწყობში ახალი პროდუქციის მიღება, რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება;
  • * პროდუქციის ფოტოების გადაღება და ონლაინ განთავსებისთვის მომზადება;
  • * პროდუქციის მონაცემების სისტემაში შეტანა და მარაგების პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • * მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ონლაინ გაყიდვებში, ელექტრონულ კომერციაში ან საცალო ვაჭრობის ოპერაციებში;
  • * Excel-ის ან Google Sheets-ის ცოდნა და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა;
  • * გამართული წერილობითი ქართული და მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • * ყურადღება დეტალებისადმი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

უპირატესობად ჩაითვლება Extra.ge-ის, MyMarket-ის, Wolt-ის, Glovo-ს ან ონლაინ მაღაზიის ადმინისტრაციულ პანელთან მუშაობის გამოცდილება, ასევე პროდუქტის ფოტოების გადაღებისა და დამუშავების უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (უმეტესად ონლაინ)

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი

ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე + შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: info@axiomsmart.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი". განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 19.10.26