C
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 29/10/2026

PET წარმოების ოპერატორი

domainCaucasian PET Company
location_on
ლოკაციარუსთავი
payments
ანაზღაურება1500 ლარი / 97 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.

წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე:

PET წარმოების ოპერატორი - 9 ვაკანსია

მოთხოვნები:

  • * წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • * ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
  • * კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
  • * ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული და ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
  • * პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • * მაღალი ხარისხის PET და PE პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
  • * მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
  • * გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
  • * საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
  • * ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.

სამუშაო პირობები:

  • * ქალაქი რუსთავი
  • * სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
  • * ანაზღაურება - 1500 ლარი ხელზე ან 8, 97 ლარი საათში სასწავლო პერიოდის განმავლობაში (3 თვე) (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).

პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.

სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com