G
languagelinkedincalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

Product Owner - Brokerage Department

domainGalt & Taggart
location_on
ლოკაციაTbilisi, Georgia
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროlinkedin
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

Seniority level: Not Applicable | Employment type: Full-time | Industries: Investment Banking

Galt&Taggart-ში Product Owner-ის ვაკანსია გვაქვს.

მიმართულება: საბროკერო დეპარტამენტი

Galt & Taggart-ი არის საქართველოში არსებული წამყვანი საინვესტიციო ბანკი, რომლის შემადგენლობაში შედის საინვესტიციო საბანკო, კვლევითი და საბროკერო მიმართულებები. საბროკერო გუნდი ვუქმნით კლიენტებს წვდომას ლოკალურ, რეგიონალურ, გლობალურ კაპიტალის ბაზრებზე, რომ ივაჭრონ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პროდუქტებით. გამოცდილი ბროკერების მეშვეობით ვემსახურებით და ვაწვდით ინფორმაციას მათი საინვესტიციო მიზნების მისაღწევად.

ძირითადი ფუნქციები:

ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაცია სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე ერთობლივი პროდუქტების/პროცესების განსავითარებლად;

ბიზნესის სტრატეგიიდან გამომდინარე პროდუქტების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმის განსაზღვრა;

პროექტის და მისი ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;

პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია, შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა;

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ამოცანების და შესრულების ვადების კონტროლი;

ბიზნეს მოთხოვნის ანალიზი და შესაბამისი ბიზნეს დავალების მომზადება;

შემუშავებული ან/და გაანალიზებული დავალების შეთანხმება და დადასტურება შესაბამის მხარეებთან;

IT დეპარტამენტისთვის ტექნიკური დავალებების მომზადება;

შეხვედრების ინიცირება, ბიზნეს პროცესების/ტექნიკური აღწერილობის დეტალების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება ან/და არსებულ დავალებაში ცვლილებების შეტანა;

საჭიროების შემთხვევაში ტესტირების სცენარების შედგენა;

პროექტის ფარგლებში რეპორტების წარმოება მიმდინარე ამოცანების და შედეგების შესახებ;

ბაზარზე არსებული სიახლეების და ინოვაციების მოკვლევა.

სასურველი გამოცდილება:

უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, საბანკო ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;

უპირატესად ჩაითვლება საბანკო/ტრანზაქციულ პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება

პროექტების მართვის/PO პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

პროექტების/პროდუქტების მართვის თანამედროვე პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;

სასურველია კაპიტალის ბაზრის და საინვესტიციო პროდუქტების ცოდნა;

ინგლისური ენის ცოდნა;

ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;

ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;

დავალებების პრიორიტეტიზაციის უნარი;

ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

დროის მართვის უნარი;

ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

გამოხმაურებას ველით 2026 წლის 9 ოქტომბრამდე!