Კ
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

საერთაშორისო / ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი

domainკომპანია ნოსტე
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება3500 - 4500 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე „ნოსტე“-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

შპს “ჯი პი პი” აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიული განვითარების პერსპექტივა;კონკურენტული ანაზღაურება;კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;თანამშრომლობა კვალიფიციურ გუნდთან;ჯანმრთელობის დაზღვევა;FitPass;

სამუშაოს აღწერა:

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ასორტიმენტის შესწავლა და მათი უპირატესობების განსაზღვრა;მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე, მათ შორის გადახდის პირობებზე, მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი;საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად;მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი;შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;შესაბამისი პირებისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან/და დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან კომუნიკაცია;შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება;სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;ფასების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებითგამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;MS Office პროგრამების ცოდნა;რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;მაღალი მოტივაცია;პასუხისმგებლობის გრძნობა;პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;ორგანიზებულობა;დეტალებზე ფოკუსირება;გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;დროის მართვა;

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ - 18:00 სთ;

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვერა

ანაზღაურება: 3500 - 4500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს

შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2026 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: HR@gpp.ge , ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი“.

შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!