Ჯ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი

domainჯი პი პი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება3500-4500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * პროფესიული განვითარების პერსპექტივა;
  • * კონკურენტული ანაზღაურება;
  • * კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;
  • * თანამშრომლობა კვალიფიციურ გუნდთან;
  • * ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • * FitPass;

სამუშაოს აღწერა:

  • * ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ასორტიმენტის შესწავლა და მათი უპირატესობების განსაზღვრა;
  • * მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე, მათ შორის გადახდის პირობებზე, მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი;
  • * საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად;
  • * მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი;
  • * შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  • * შესაბამისი პირებისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • * შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • * მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან/და დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან კომუნიკაცია;
  • * შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება;
  • * სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
  • * ფასების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
  • * საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით
  • * გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • * MS Office პროგრამების ცოდნა;
  • * ენები: რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • * ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • * ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • * მაღალი მოტივაცია;
  • * პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • * პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
  • * ორგანიზებულობა;
  • * დეტალებზე ფოკუსირება;
  • * გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • * დროის მართვა;

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ-18:00 სთ
  • * სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვერა
  • * ანაზღაურება: 3500-4500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

დამატებითი ინფორმაცია:

  • * საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს
  • * შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2026 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: HR@gpp.ge, ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი".

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!