W
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 29/10/2026

საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერი

domainWaynex
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "Waynex" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და პირობები:

  • * სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 24 გ
  • * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -18:00
  • * ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • * ლოგისტიკური და სატრანსპორტო პროცესების დაგეგმვა და მართვა;
  • * გადაზიდვების ორგანიზება და მათი მიმდინარეობის კონტროლი;
  • * სატრანსპორტო კომპანიებთან, გადამზიდავებსა და მძღოლებთან კომუნიკაცია;
  • * ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტილებების მოძიება;
  • * გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
  • * ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი და სტატუსების კონტროლი;
  • * წარმოქმნილი საოპერაციო საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
  • * ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე. (ინგლისური, რუსული, თურქული)
  • * აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • * სწრაფად გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • * გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • * სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • * კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • * კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • * დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: info@waynex.ge

დანიშნულებაში მიუთითეთ " საერთაშორისო გადაზიდვების ლოგისტიკის მენეჯერი".